შსს-მ „ნაცმოძრაობის“ ოფისთან დღეს დაკავებული ყველა პირი ხელწერილით გაათავისუფლა
შსს-მ „ნაცმოძრაობის“ ოფისთან დღეს დაკავებული ყველა პირი ხელწერილით გაათავისუფლა

შსს-მ დღეს „ნაცმოძრაობის“ ოფისთან დაკავებული 21 პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მათ შორის, გათავისუფლდა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე.

სამართალდამცველებმა დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ამასთან, სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციული დანაშაულისთვის 21 პირი დააკავეს, მათ შორის იყო პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე.