შსს - სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციული დანაშაულისთვის 21 პირია დაკავებული
შსს - სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციული დანაშაულისთვის 21 პირია დაკავებული

სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა კოდექსის 173-ე მუხლით პოლიციამ 21 პირი დააკავა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე.

ცოტა ხნის წინ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.

შსს აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისას პოლიციამ გამოიყენა იძულების კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.