შსს-მ ჩოხატაურის ერთ-ერთ სკოლაში სექსუალური ხასიათის დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში სექსუალური ხასიათის დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, მასწავლებელს მოსწავლის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.
შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება სსკ-ის 138-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.