შსს-მ ჩოხატაურის ერთ-ერთ სკოლაში სექსუალური ხასიათის დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

20:10, 22.07.2021

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში  სექსუალური ხასიათის დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, მასწავლებელს მოსწავლის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება სსკ-ის 138-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.

მსგავსი