შსს - კლუბ „ბასიანში" მხარეების შეთანხმებით დოკუმენტაციის ამოღება მიმდინარეობს
კლუბ „ბასიანში” გარკვეული დოკუმენტების ამოღება მიმდინარეობს, რაზეც შესაბამისი ოქმი გაფორმდება, – ამის შესახებ პირველ არხს შსს-ში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, „ბასიანის“ ოფისში არანაირი ჩხრეკა არ არის და გარკვეული დოკუმენტების ამოღება ორივე მხარის შეთანხმებით მიმდინარეობს.
ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კლუბ „ბასიანში“ ჩხრეკა მიმდინარეობს.