შსს – კლუბ „ბასიანში” მხარეების შეთანხმებით დოკუმენტაციის ამოღება მიმდინარეობს

12:58, 22.06.2018

კლუბ „ბასიანში” გარკვეული დოკუმენტების ამოღება მიმდინარეობს, რაზეც შესაბამისი ოქმი გაფორმდება,  – ამის შესახებ პირველ არხს შსს-ში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, „ბასიანის“ ოფისში არანაირი ჩხრეკა არ არის და გარკვეული დოკუმენტების ამოღება ორივე მხარის შეთანხმებით მიმდინარეობს.

ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კლუბ „ბასიანში“ ჩხრეკა მიმდინარეობს.

მსგავსი