შსს-ის წარმომადგენელი - მოსულები ვართ სასამართლოს განჩინების აღსრულების მიზნით, მოგიწოდებთ, მშვიდ ვითარებაში აღვასრულოთ სასამართლოს განჩინება
მოსულები ვართ სასამართლოს განჩინების აღსრულების მიზნით, მოგიწოდებთ, მშვიდ ვითარებაში მოვახდინოთ სასამართლოს განჩინების აღსრულება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან შსს-ის წარმომადგენელმა ადვოკატებს განუცხადა.
„ჩვენი მიზანია, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, მშვიდ ვითარებაში აღვასრულოთ სასამართლოს განჩინება. მოგვეცით ბრალდებულთან საშუალება, რომ გადავცეთ განჩინება, მოგიწოდებთ, რომ მივიდეთ და დავიწყოთ სასამართლოს განჩინების აღსრულება“,- აღნიშნა შსს-ის წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, ვინც წინააღმდეგობას გაუწევს პოლიციას, მათ მიმართ გამოყენებული იქნება იძულებითი ხასიათის ღონისძიებები.
პოლიცია მოუწოდებს ნიკა მელიას, დაემორჩილოს პოლიციის მოთხოვნას.