შსს-ის წარმომადგენელი – მოსულები ვართ სასამართლოს განჩინების აღსრულების მიზნით, მოგიწოდებთ, მშვიდ ვითარებაში აღვასრულოთ სასამართლოს განჩინება

07:53, 23.02.2021

მოსულები ვართ სასამართლოს განჩინების აღსრულების მიზნით, მოგიწოდებთ, მშვიდ ვითარებაში მოვახდინოთ სასამართლოს განჩინების აღსრულება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან შსს-ის წარმომადგენელმა ადვოკატებს განუცხადა.

„ჩვენი მიზანია, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, მშვიდ ვითარებაში აღვასრულოთ სასამართლოს განჩინება. მოგვეცით ბრალდებულთან საშუალება, რომ გადავცეთ განჩინება, მოგიწოდებთ, რომ მივიდეთ და დავიწყოთ სასამართლოს განჩინების აღსრულება“,- აღნიშნა შსს-ის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ვინც წინააღმდეგობას გაუწევს პოლიციას, მათ მიმართ გამოყენებული იქნება იძულებითი ხასიათის ღონისძიებები.

პოლიცია მოუწოდებს ნიკა მელიას, დაემორჩილოს პოლიციის მოთხოვნას.

მსგავსი