შსს-ის ინფორმაციით, 51-ე სკოლაში მომხდარი დაპირისპირება სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო და ვიდეოკლიპს არ უკავშირდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 51-ე სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირება სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო და დაპირისპირება იმ ვიდეოკლიპს არ უკავშირდება, რომელიც სკოლის მოსწავლეებმა გადაიღეს. საუბარია ვიდეოკლიპზე, რომელშიც როგორც სკოლაში აცხადებენ, გაშარჟებულები იყვნენ კრიმინალური ავტორიტეტები.
რამდენიმე წუთის წინ მთაწმინდის პოლიციის განყოფილება დატოვა 51-ე სკოლის ორმა მოსწავლემ. ისინი მომხდართან დაკავშირებით იკითხებოდნენ და ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვეს. მათთან ერთად პოლიციიდან გამოსულმა ერთ-ერთმა პირმა განაცხადა, რომ სკოლის მოსწავლეებს შორის შეკამათება მოხდა და საქმეში ცივი იარაღი არ ფიგურირებს.
ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, მე-11 კლასის მოსწავლეებს შორის დაპირისპირების ფაქტზე შსს-მ გამოძიება გამოძიება სსსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო,რაც ძალადობას გულისხმობს. უწყების ცნობით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.