შსს - გლდანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და დაკავების ღონისძიებები
გლდანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით, – ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთ სამინისტროში განუცხადეს.
უწყების ცნობით, მიმდინარეობს დაკავების ღონისძიებები.
თბილისში, გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში სამართალდამცველები დაკავების ოპერაციას წუხელ რამდენიმე საათის განმავლობაში აწარმოებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობდა ერთი პირის დაკავების ღონისძიება, რომელიც სამართალდამცველების მოთხოვნას არ დაემორჩილა და გაიქცა. ადგილზე კრიმინალისტებიც მუშაობდნენ. მათ ავტომობილი შეამოწმეს, რომლიდანაც, გავრცელებული ინფორმაციით, გაიქცა ერთი პირი, რომელიც სამართალდამცველებმა შემოწმების მიზნით გააჩერეს.