გლდანში სამართალდამცველები დაკავების ოპერაციას ატარებენ
გლდანში სამართალდამცველები დაკავების ოპერაციას ატარებენ

თბილისში, გლდანში სამართალდამცველები დაკავების ოპერაციას ატარებენ.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიმდინარეობს ერთი პირის დაკავების ღონისძიება, რომელიც სამართალდამცველების მოთხოვნას არ დაემორჩილა და გაიქცა.

დეტალებს შსს მოგვიანებით გაავრცელებს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

პირველი არხის გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილზეა და დამატებით დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.