“შრომის უსაფრთხოების შესახებ” კანონპროექტს ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავენ
“შრომის უსაფრთხოების შესახებ” კანონპროექტს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავენ. კანონპროექტს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე წარადგენს.
როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ განმარტა, კანონპროექტი შრომითი უსაფრთხოების პრობლემის აღმოფხვრაზეა ფოკუსირებული.
მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში კანონპროექტთან დაკავშირებით არაერთი საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა და რამდენიმე სადავო საკითხი დაზუსტდა, მათ შორის სანქციების შესახებ.
„ერთი კვირის წინ ჩვენ საკომიტეტო მოსმენის გადავადება ვითხოვეთ, ვინაიდან კანონპროექტთან დაკავშირებით გარკვეული ნიუანსები შესაჯამებელი გვქონდა. ჩამოვყალიბდით ვერსიაზე, რომელიც საკომიტეტო მოსმენაზე განიხილება. საუბარი იყო იმაზე, თუ რა შემთხვევაში ჩაითვლება განმეორებითი მონიტორინგი განმეორებითად და დარღვევა განმეორებითად, ასევე, როგორი იქნება სანქცირების მექანიზმი და სანქციების რაოდენობა“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, სანქცირების მექანიზმი დღგ-ზე იქნება მიბმული. სანქციების რაოდენობა კი, განსხვავებული. აღსანიშნავია, რომ სანქციების რაოდენობა კანონპროექტის წინა ვერსიასთან შედარებით, გაორმაგდა.
„აგრეთვე, დაწესდა 50 ათას ლარიანი სანაცია, ისევე, როგორც საქმიანობის შეჩერება. კანონპროექტი ფოკუსირებულია შრომითი უსაფრთხოების პრობლემის აღმოფხვრაზე და სანქციები არ არის მასში გათავლისწინებული ერთაdერთი მექანიზმი“, – განაცხადა თამილა ბარკალაიამ.
მისი თქმით, კანონპროექტში კარგადაა გაწერილი შრომითი ინსპექტორების მექანიზმი; იზრდება შრომითი ინსპეტორის უფლებები და პასუხისმგებლობა; ამასთან, ბიზნესი ვალდებული ხდება, შრომის უსაფრთხოების მენეჯერები ჰყავდეს; გეგმიური ისნპექტირების, განმეორებითი მონიტორინგისა და ორგანიზაციიდან შესული შეტყობინების შემთხვევაში, ინსპექტირების ჩატარება სასამართლოს გარეშეა გათვალისწინებული. კანონპროექტით, ბიზნესი ვალდებული იქნება საკუთარი ორგანიზაციების ფარგლებში, შრომის უსაფრთხოების საკითხი გაწეროს.