EMC საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიიღოს შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი
EMC საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიიღოს შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი

ადამიანის უფლებებისა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) შეშფოთებას გამოთქვამს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“კანონპროქტის განხილვის პროცესის გადავადების გამო და მოუწოდებს პარლამენტს, დაუყოვნებლივ მიიღოს კანონი.

„EMC ეხმიანება საქართველოს პარლამენტში 2017 წლის 1 ივნისს ინიცირებული „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვის შეფერხებას და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას განაახლოს ინტენსიური მუშაობა კანონპროექტზე და უახლოეს ვადებში დაასრულოს მისი განხილვისა და მიღების პროცესი“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

EMC მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებს ინტენსიურ რეჟიმში და დაინტერსებული მხარეების მონაწილეობით, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ კანონპროექტის გადამუშავება, რაც გაითვალისწინებს სამუშაო პროცესში წარმოდგენილ არსებით შენიშვნებსა და რეკომენდაციებს; საქართველოს პარლამენტმა უახლოეს ვადებში მიიღოს კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ რომელიც რეალურად უპასუხებს შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებულ საგანგაშო მდგომარეობას.