რეგულაციების დარღვევისთვის, შრომის ინსპექციამ კლუბი „ბასიანი“ 10 000 ლარით დააჯარიმა.
ინსპექცია კლუბის ადმინისტრაციისთვის ჯარიმის ქვითრის ჩაბარებას ცდილობდა, თუმცა კლუბის კარი ჯერჯერობით არ გახსნილა.
კლუბთან დაწესებულების სტუმრები არიან შეკრებილი. ადგილზე შრომის ინსპექციის გამოჩენას მათი ხმაური მოჰყვა.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, სამართალდამცველებმა კლუბის ადმინისტრაციას გონივრული ვადა მისცეს, რათა მათ კლუბიდან ტექნიკა გამოიტანონ.
ამის მიუხედავად, „ბასიანის“ ადმინისტრაცია გეგმავს, რომ დაგეგმილი ღონისძიება 23:00 საათზე მაინც ჩაატაროს.