შრომის ინსპექცია - ევროპის საბჭო შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ შრომითი ნორმების ეფექტიანი გამოყენების პრაქტიკას დადებითად აფასებს
ევროპის საბჭოს პროექტის „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია შრომის ინსპექციის სამსახურის ინსტიტუციური შეფასების პირველადი შედეგებისა და რეკომენდაციების შესახებ, – ამის შესახებ შრომის ინსპექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, ანგარიშში ხაზგასმულია აშკარა პროგრესი ორგანიზაციულ მიზნებთან დაკავშირებული სფეროების განვითარებაში, როგორიცაა დამოუკიდებლობა, სოციალური პარტნიორობა, რეგიონული გაშუქება და სანდოობა.
„ეს მნიშვნელოვანი განვითარება არის ახლად შექმნილი ორგანიზაციის ეფექტურობისა და შემდგომი განვითარებისთვის. ასევე დადებითად არის შეფასებული შრომის ნორმების ეფექტიანი გამოყენების პრაქტიკა შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ შრომითი უფლებების დაცვა, წესიერი, უსაფრთხო და არადისკრიმინაციული სამუშაო გარემო, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ჰარმონიული ურთიერთობების დამყარების მთავარი როლი განსაზღვრულია შრომის ინსპექციის სამსახურის სტრატეგიულ ინსტიტუციურ მიმართულებად. ევროპის საბჭოს პირველადი შეფასების დოკუმენტის თანახმად, მნიშვნელოვან პოზიტიურ ინსტიტუციურ განვითარებად მიიჩნევა შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სფეროში ზედამხედველობის ორგანოდ დასახელება ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე მოქმედების გაფართოებული ფარგლებით. შრომის ინსპექციის სამსახურის ინსტიტუციური შეფასების ანგარიში მოიცავს შესაბამის მიგნებებს და რეკომენდაციებს გასატარებელი ღონისძიების შესახებ. წარმოდგენილ დისკუსიასა და პრეზენტაციაზე განხილულ იქნა ინსტიტუციური შეფასების ანგარიშის პირველადი შედეგები“, – აცხადებენ შრომის ინსპექციაში.
შეფასების საბოლოო ვერსია გამოქვეყნდება 2022 წლის შემოდგომაზე.