შრი-ლანკის უსაფრთხოების ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეთა ბანაკი დაარბიეს, დაშავდა სულ მცირე 50 ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტებიც
შრი-ლანკის უსაფრთხოების ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეთა ბანაკი დაარბიეს. ოპერაციის დროს დაშავდა სულ მცირე 50 ადამიანი, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც. ეს ახლად არჩეული პრეზიდენტის მიერ მიღებული პირველი მკაცრი ზომაა. ბანაკი ქალაქ კოლომბოს ცენტრში აპრილიდან იყო განთავსებული.
შრი-ლანკის პარლამენტმა ახალი პრეზიდენტი 20 ივლისს აირჩია. პრეზიდენტის პოსტი ვაკანტური გასულ კვირას გახდა, მას შემდეგ, რაც მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე ექსპრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა და ქვეყნიდან გაიქცა.
მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები ქვეყანაში პირველადი მოხმარების ნივთების, საკვების, საწვავისა და მედიკამენტების დეფიციტის გამო დაიწყო. აქციის მონაწილეები საპრეზიდენტო რეზიდენციასა და სხვა სამთავრობო დაწესებულებებში შეიჭრნენ და მაჰინდა რაჯაპაქსას გადადგომას მოითხოვდნენ.