შრი-ლანკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში აიკრძალება სამოსი, რომელიც ადამიანს სახეს უფარავს
შრი-ლანკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში აიკრძალება სამოსი, რომელიც ადამიანს სახეს უფარავს

შრი-ლანკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში აიკრძალება ისეთი სამოსი, რომელიც ადამიანს სახეს უფარავს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

აკრძალვის მიზეზი ტერაქტების შემდეგ უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური გამკაცრებაა.

21 აპრილს შრი-ლანკაზე ტერაქტების სერია მოხდა. ტერორისტების სამიზნე ეკლესიები და სასტუმროები იყო. ტერაქტების შედეგად დაიღუპა 253 და დაშავდა 500 ადამიანი. აფეთქებების სერიის შემდეგ, კუნძულზე საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.