აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - შრი-ლანკაზე ტერორისტები თავდასხმებს კვლავ გეგმავენ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - შრი-ლანკაზე ტერორისტები თავდასხმებს კვლავ გეგმავენ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ შრი-ლანკაზე ტერორისტები თავდასხმებს კვლავ ამზადებენ. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ტერორისტული ჯგუფები განაგრძობენ თავდასხმების მომზადებას. ტერორისტების სამიზნე შესაძლოა გახდეს ტურისტული ადგილები, სატრანსპორტო კვანძები, მაღაზიები, ადგილობრივი ხელისუფლების შენობები, სასტუმროები, კლუბები, რესტორნები, სამლოცველოები და პარკები“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს ამერიკის მოქალაქეებს და ამერიკელ დიპლომატებს, სიფრთხილე გამოიჩინონ.

შრი-ლანკაზე 21 აპრილს ტერაქტების დროს დაღუპულთა რიცხვი 290-მდე გაიზარდა. დაშავებულია 500-ზე მეტი ადამიანი. ვინ მოაწყო თავდასხმა, ამ დრომდე უცნობია.