შრი-ლანკის მედია - ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ორი პირი დაკავებულია
შრი-ლანკის მედიის ცნობით, სამართალდამცავებმა ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ადარდერანა“ ავრცელებს.
ადგილობრივის მედიის ცნობით, მოჰამედ სადიქ აბდულ-ჰაქი და მოჰამედ შაჰიდ აბდულ-ჰაქი ნავალაპიტაიას რეგიონში აიყვანეს. გავრცელებული ცნობით, ისინი ნათესავების კუთვნილ ფეხსაცმლის მაღაზიაში იმალებოდნენ.
შეგახსენებთ, შრი-ლანკაზე 21 აპრილს ტერაქტების სერიას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.