შრი-ლანკის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ტერაქტების სერიის ორგანიზებასთან კავშირში ეჭვმიტანილი ყველა პირი დაკავებული ან ლიკვიდირებულია
შრი-ლანკის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ 21 აპრილს განხორციელებული ტერაქტების სერიის ორგანიზებასთან კავშირში ეჭვმიტანილი ყველა პირი დაკავებული ან ლიკვიდირებულია. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ჩანდანა ვიკრამარატნემ განაცხადა.
პოლიცის მოქმედი უფროსის აუდიოგანცხადება შრი-ლანკის თავდაცის სამინისტრომ გაავრცელა. პოლიცის მთავარი ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, ოპერაციის დროს ასევე ამოღებულია ბომბების დასამზადებელი მასალები, რომელთა გამოყენებაც მომავალში ტერაქტების ორგანიზებისთვის იგეგმებოდა.
შრი-ლანკის რამდენიმე სასტუმროსა და ეკლესიაზე კოორდინირებული თავდასხმების სერია 21 აპრილს განხორციელდა, როდესაც კათოლიკეები აღდგომას აღნიშნავდნენ. ტერაქტების შედეგად, დაიღუპა 257 ადამიანი.