შრი-ლანკაზე დაღუპულებს შორის დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, ნიდერლანდების, ჩინეთისა და პორტუგალიის მოქალაქეები არიან. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
შრი-ლანკაზე 8 აფეთქების შედეგად 207 ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლებამ მომხდარს ტერაქტი უწოდა. დაკავებულია 7 ეჭვმიტანილი. თავდამსხმელების სამიზნე ეკლესიები და სასტუმროები იყო.