შრი ლანკაში კომენდანტის საათის დარღვევისთვის პოლიციამ 1 700-ზე მეტი ადამიანი დააკავა
შრი ლანკაში კომენდანტის საათის დარღვევისთვის პოლიციამ 1 700-ზე მეტი ადამიანი დააკავა

შრი ლანკაში კომენდანტის საათის დარღვევისთვის პოლიციამ 1 700-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

კორონავირუსის გავრცელების გამო, შრი ლანკას მთელ ტერიტორიაზე კომენდანტის საათი 20 მარტს გამოცხადდა.

პოლიციის განცხადების თანახმად, კომენდანტის საათის დარღვევისთვის დაკავებულია 1 754 პირი. მათ შორის უმრავლესობა აუცილებელი მიზეზის გარეშე ქუჩაში დადიოდა, ნაწილი დაკავებულია სკვერებში შეკრებისა და სასმელების დალევისთვის, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის, ასევე სავაჭროდ მაღაზიების გახსნისთვის.

შრი ლანკაში კორონავირუსის 87 შემთხვევაა დადასტურებული.