შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
უწყების ცნობით, ცხედარი აღმოჩენილია ონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ ღართან, რომელიც სტიქიის ზონიდან რამდენიმე ათეული კილომეტრით არის მოშორებული.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში ექვს ადამიანს ეძებენ.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.