ვახტანგ გომელაური - შოვის ტრაგედიისას მაქსიმალურად სწრაფად ვიმოქმედეთ, მესმის პოლიტიკა, მაგრამ, მგონი, ასეთ ტრაგედიაზე ქულებს არ უნდა ვიწერდეთ, სირცხვილია
ვახტანგ გომელაური - შოვის ტრაგედიისას მაქსიმალურად სწრაფად ვიმოქმედეთ, მესმის პოლიტიკა, მაგრამ, მგონი, ასეთ ტრაგედიაზე ქულებს არ უნდა ვიწერდეთ, სირცხვილია

შოვის ტრაგედიაზე არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება არა მარტო მე, არამედ მთლიანად მთავრობამ, პარლამენტარებმა. ეს იყო უდიდესი ტრაგედია, უბედურება იყო, რაც ბოლო წლებში საქართველოში მომხდარა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

გომელაურის განცხადებით, შოვში მომხდარი ტრაგედიისას მისმა უწყებამ მაქსიმალურად სწრაფად იმუშავა.

„ჩვენი თვალით ვუყურებდით, რა დღეში იყვნენ გარდაცვლილები, როგორ მდგომარეობაში ამოგვყავდა მიწის სიღრმეებიდან. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ვინმე, თუ საშუალება იყო, გადაგვერჩინა, თუმცა, სამწუხაროდ, ისეთი დიდი უბედურება იყო მომხდარი, ამ ადამიანების გადარჩენა ვერანაირად ვერ მოხდებოდა. მაქსიმალურად სწრაფად ვიმოქმედეთ. მესმის პოლიტიკა, მაგრამ, მგონი, ასეთ ტრაგედიაზე ქულებს არ უნდა ვიწერდეთ, სირცხვილია“, – განაცხადა გომელაურმა.