შოვში რამდენიმე მოქალაქეა შეკრებილი, რომლებიც აცხადებენ, რომ მათი ოჯახის წევრების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ
შოვის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული, მოქალაქეები არიან შეკრებილი.
ისინი აცხადებენ, რომ ოჯახის წევრებს ვერ უკავშირდებიან.
მოქალაქეების თქმით, არ აქვთ ინფორმაცია მათი ოჯახის წევრების ადგილსამყოფელისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონიდან მოქალაქეთა ევაკუაცია გრძელდება. შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან უკვე 70-მდე მოქალაქეა გამოყვანილი. საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.