შოტლანდიის პირველი მინისტრი - შობას ერთმანეთს არ უნდა შეხვდეთ, პანდემია ჯერ არ დასრულებულა
შოტლანდიის პირველი მინისტრი - შობას ერთმანეთს არ უნდა შეხვდეთ, პანდემია ჯერ არ დასრულებულა

შობას ერთმანეთს არ უნდა შეხვდეთ, პანდემია ჯერ არ დასრულებულა  – ასე მიმართა მოსახლეობას შოტლანდიის პირველმა მინისტრმა, ნიკოლა სტარჯეონმა.

იმ ფონზე, რომ ბრიტანეთში შობის დღესასწაულისთვის შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ დისკუსია მიმდინარეობს, შოტლანდიის პირველი მინისტრი აცხადებს, რომ დღესასწუალის დროს ადამიანების სახლებში მონახულება, ერთად სადილობა, განსაკუთრებით ალკჰოლის მიღება, მაღალი რისკის შემცველია.

„იმედი მაქვს, მომავალ წელს ეს ყველაფერი მხოლოდ ცუდ მოგონებად გაგვახსენდება, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენი საყვარელი ადამიანები დავიცვათ, წესები უნდა შევასრულოთ“, – განაცხადა სტარჯეონმა.

შოტლანდიის პირველმა მინისტრმა მოსახლეობას სადღესასწაულო განწყობის გაუფერულებისთვის ბოდიში მოუხადა.