შოტლანდიის პირველი მინისტრი აცხადებს, რომ პანდემიის გამო, შობის დღესასწაულს მშობლებთან ერთად არ აღნიშნავს
შოტლანდიის პირველი მინისტრი აცხადებს, რომ პანდემიის გამო, შობის დღესასწაულს მშობლებთან ერთად არ აღნიშნავს

შოტლანდიის პირველი მინისტრი, ნიკოლა სტარჯეონი აცხადებს, რომ პანდემიის გამო წელს შობის დღესასწაულზე მშობლებთან ერთად არ ისადილებს.

„მშობლები ივლისის შემდეგ არ მინახავს. ძალიან მინდა მათი ნახვა დღესაც და შობასაც, მაგრამ არ მსურს, საფრთხე შევუქმნა, მით უმეტეს, რომ მალე ვაქცინა გვექნება“, – განაცხადა სტარჯეონმა.

მინისტრის თქმით, შესაძლოა, შობას მშობელთან ერთად სუფთა ჰაერზე გაისეირნოს, რაც ბევრად ნაკლები რისკის შემცველია, ვიდრე დახურულ სივრცეში შეხვედრა.

დატოვე კომენტარი