შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ახალ ლიდერად ჰუმზა იუსუფი აირჩიეს
შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ახალ ლიდერად ჰუმზა იუსუფი აირჩიეს

შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ახალ ლიდერად ჰუმზა იუსუფი აირჩიეს. როგორც „პოლიტიკო“ იუწყება, ჰუმზა იუსუფმა არჩევნების მეორე ტურში პარტიის დელეგატების ხმათა 52,1 პროცენტის მხარდაჭერა მიიღო. მისი მთავარი მეტოქე ქეით ფორბსი იყო.

ჰუმზა იუსუფი პაკისტანელი იმიგრანტების შვილია. ის გლაზგოშია დაბადებული. ამჟამად ჰუმზა იუსუფი შოტლანდიის ჯანდაცვის მდივნის პოსტს იკავებს.

ნაციონალური პარტიის ლიდერად არჩევის შემდეგ ჰუმზა იუსუფი შოტლანდიის პირველი მინისტრის თანამდებობას დაიკავებს და შეცვლის ნიკოლა სტერჯენს.