შოტლანდიაში „სელტიკის“ 69-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა
შოტლანდიაში „სელტიკის“ 69-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა

შოტლანდიის პრემიერლიგაში მე-19 ტური გაიმართა, რომლის შემდეგაც შეწყდა ქვეყნის ჩემპიონის – გლაზგოს “სელტიკის” შთამბეჭდავი წაუგებელი სერია.
“სელტიკი” სტუმრად “ჰართსთან” 0:4 დამარცხდა და ეს იყო ამ გუნდის პირველი წაგება საშინაო ტურნირებზე 2016 წლის მაისის შემდეგ. გლაზგოური კლუბის წაუგებელი სერია 69 მატჩზე შეწყდა.
ამ მარცხის მიუხედავად, “სელტიკი” აგრძელებს შოტლანდიის ჩემპიონატში ლიდერობას. ის ორი ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს – “აბერდინს”, თან მასზე ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
“სელტიკი” ბოლო ექვსი სეზონია შოტლანდიის ჩემპიონი ხდება.