„სელტიკმა“ ედუარს ახალი კონტრაქტი შესთავაზა
„სელტიკმა“ ედუარს ახალი კონტრაქტი შესთავაზა

„სელტიკი“ ზაფხულის სტრანსფერო ფანჯრის პერიოდში ოდსონ ედუარს არ გაასხვისებს და ფორვარდს ახალ ხელშეკრულებას გაუფორმებს, – იუწყება Goal.com.

წყაროს ინფორმაციით, „სელტიკის“ ხელმძღვანელობა ფრანგ ფეხბურთელთან მოლაპარაკებას უკვე აწარმოებს და განახლებული კონტრაქტი მალე გაფორმდება.

მიმდინარე სეზონში ედუარმა „სელტიკის“ შემადგელობაში 45 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 27 ბურთი და 19 საგოლე გადაცემა შეასრულა.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „არსენალი“ მზად არის, „სელტიკს“ ედუარის სანაცვლოდ 25 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაუხადოს.