კალვინ ბეისი „რეინჯერსში“ გადავიდა
კალვინ ბეისი „რეინჯერსში“ გადავიდა

„ლესტერის“ მცველი კალვინ ბეისი „რეინჯერსის“ ფეხბურთელი გახდა, –  იუწყება შოტლანდიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა გლაზგოელებთან ოთხწლიანი კონტრაქტი შეათანხმა, რომელიც ოფიციალურად, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გაფორმდება.

„ბეისი ძლიერი და სწრაფი მოთამაშეა, რომელიც თანამედროვე საფეხბურთო სტნდარტებს სრულად აკმაყოფილებს, – მოჰყავს „რეინჯერსის“ მთავარი მწვრთნელის, სტივენ ჯერარდის სიტყვები შოტლანდიური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს. – ბეისის ფიზიკური ძალა და სხვა ღირსებები, მას საშუალებას მისცემს, რომ შოტლანდიის ჩემპიონატში თავი გამოიჩინოს“.

აღსანიშნავია, რომ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „რეინჯერსის“ მთავარი მეტოქე „სელტიკი“ ოდსონ ედუარს არ გაასხვისებს და ფორვარდს ახალ ხელშეკრულებას გაუფორმებს.