ანგე პოსტეჩოღლუ „ტოტენჰემის“ მწვრთნელად დაინიშნა #1TVSPORT
ანგე პოსტეჩოღლუ „ტოტენჰემის“ მწვრთნელად დაინიშნა #1TVSPORT

„ტოტენჰემმა“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელად ანგე პოსტეჩოღლუ დაინიშნა.

ინგლისურმა კლუბმა 57 წლის სპეციალისტთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. პოსტეჩოღლუ მოვალეობის შესრულებას პირველი ივლისიდან შეუდგება.

აგნე პოსტეჩოღლუ ბოლოს „სელტიკს“ ხელმძღვანელობდა და გუნდს შოტლანდიის ჩემპიონობა ორჯერ მოუტანა. 2022/23 წლების სეზონში კი „სელტიკმა“ ქვეყნის ჩემპიონატი და შოტლანდიის თასი მოიპოვა.