37 წლის გორდონი „ჰართსში“ გადავიდა
37 წლის გორდონი „ჰართსში“ გადავიდა

შოტლანდიური საფეხბურთო გრანდის – „სელტიკის“ ყოფილი მეკარე კრეიგ გორდონი „ჰართსში“ გადავიდა – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ხელშეკრულება 37 წლის გოლკიპერთან 2022 წლამდე არის გათვლილი. „სელტიკის“ შემადგენლობა მან ამ ზაფხულს დატოვა. მეკარე კლუბში 2014 წლიდან ასპარეზობდა. აღსანიშნავია, რომ გორდონი „ჰართსის“ აღზრდილია და იგი მათ შემადგენლობაში 2000-2007 წლამდე გამოდიოდა. „სელტიკის“ შემადგენლობაში იგი ქვეყნის ჩემპიონი ხუთჯერ გახდა.