„მილანი“ მზად არის, აიერის ტრანსფერისთვის 22 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადოს
„მილანი“ მზად არის, აიერის ტრანსფერისთვის 22 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადოს

„მილანის“ ხელმძღვანელობა ცდილობს, რომ უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში „სელტიკის“ ნორვეგიელი მცველი შიძინოს, – იუწყება The Sunday Post.

გამოცემის ინფორმაციით, იტალიურ გრანდს დაცვის ხაზის გაძლიერება სურს და მილანელები „სელტიკის“ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას უკვე აწარმოებენ, სატრანსფერო თანხად კი 22 მილიონი ფუნტი სტერლინგი სახელდება.

კრისტოფერ აირის კონტრაქტი „სელტიკთან“ 2022 წლამდეა ძალაში.

მიმდინარე სეზონში 22 წლის ნორვეგიელმა ფეხბურთელმა „სელტიკის“ შემადგნლობაში 49 მატჩი ჩაატარა.