შოტლანდიაში ქარიშხლის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, ქვეყანაში განგაშის სიგნალია ამოქმედებული
შოტლანდიაში ქარიშხალი „ბაბეტის“ შედეგად, რომელიც ქვეყნის უმეტეს ნაწილში მძვინვარებს, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.
შოტლანდიის პოლიციის ცნობით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.
როგორც მედია წერს, შოტლანდიაში განგაშის სიგნალია ამოქმედებული, რადგან ხვალ ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი. უსაფრთხოების მიზნით, შოტლანდიაში დაიხურა სკოლები.