შოთა გულბანი - როდესაც საუბარია ჰესების წინააღმდეგ ბრძოლაზე, წარმოვიდგინოთ ჩვენი ქვეყანა, ენერგეტიკა და ეკონომიკა „ენგურჰესის“, ან თბილისი ჟინვალის წყალსაცავის გარეშე
როცა საუბარია ჰესების წინააღმდეგ ბრძოლაზე, მაშინ წარმოვიდგინოთ ჩვენი ქვეყანა, მისი ენერგეტიკა და ეკონომიკა ენგურჰესის გარეშე, ან თბილისი მისი წყალმომარაგებით ჟინვალის წყალსაცავის გარეშე, – ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტი შოთა გულბანი „ფეისბუქზე“ წერს.
გულბანი ნამახვანში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
„ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ჰესებს შეეხება. ხშირად ისმის ხოლმე ჰესების მშენებლობის დროს ავარიების და ინციდენტების შემთხვევები – რაც ნამდვილად იყო, ამას ვერავინ უარყოფს. ასე იყო შუახევი ჰესის, მესტიაჭალაჰესის, ბახვი ჰესის და ასე შემდეგ შემთხვევებში. ორი აზრი არაა იმაზე, რომ ყველა ეს შემთხვევა უნდა იქნას კარგად შესწავლილი და შესაბამისი დასკვნები გაკეთებული, იმისათვის, რომ მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი ნაგებობების საიმედოობა და უსაფრთხოება პროექტირების, მშენებლობის და ოპერირების ეტაპებზე.
ამ მიმართულებით ჯერ კიდევ უამრავი რამ არის გასაკეთებელი, რაც პირველ რიგში უნდა დაიწყოს საზედამხედველო ფუნქციის გაუმჯობესებით და უსაფრთხოების მონიტორინგის სისტემის გაძლიერებით. უნდა ითქვას, რომ ეს არ ეხება მხოლოდ მშენებარე ჰესებს. საუბარი აუცილებლად უნდა დავიწყოთ ასევე ექსპლუატაციაში მყოფი ჩვენი „ძველი ჰესების“, ჰიდრო ნაგებობების საიმედოობის უზრუნველყოფაზე. მათი საშუალო ასაკი 60 წელს გადაცილდა და ამ მიმართულებით გვმართებს გაცილებით „მეტი“ ყურადღება, რათა უზრუნველყოფილი იქნას მათი მრავალწლიანი უავარიო და უსაფრთხო ოპერირება.
ვფიქრობ, აქ აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო, ნორმატიული დოკუმენტების დამუშავება განვითარება და შესაბამისი დავალებების მიცემა პასუხისმგებელი სამინისტროებისთვის. ენგურჰესის მიმდინარე რეაბილიტაცია, მისი სადაწნეო 15 კმ და 9.5 მ დიამეტრის გვირაბის რემონტი უმნიშვნელოვანესი პროცესია და ამ ეტაპის წარმატებით დასრულებას ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. უნდა გვესმოდეს, რომ როცა საუბარია ჰესების წინააღმდეგ ბრძოლაზე, მაშინ წარმოვიდგინოთ ჩვენი ქვეყანა, მისი ენერგეტიკა და ეკონომიკა ენგურჰესის გარეშე, ან თბილისი მისი წყალმომარაგებით ჟინვალის წყალსაცავის გარეშე“,- წერს შოთა გულბანი.
ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ჰესებს შეეხება. ხშირად ისმის ხოლმე ჰესების მშენებლობის დროს ავარიების და ინციდენტების…
Posted by Shota Gulbani on Thursday, 15 April 2021