შოთა ბურჯანაძე - რეგულაციები, რომლითაც იმართება სარესტორნო ბიზნესი, უნდა ყოფილიყო უფრო მეტად გაკონტროლებული და ხელისუფლებას ოქროს შუალედი მოეძებნა
შოთა ბურჯანაძე - რეგულაციები, რომლითაც იმართება სარესტორნო ბიზნესი, უნდა ყოფილიყო უფრო მეტად გაკონტროლებული და ხელისუფლებას ოქროს შუალედი მოეძებნა

გლობალურია პრობლემა, რომლესაც ჩვენ წავაწყდით, სამწუხაროდ, რასაც ვთავაზობდით ხელისუფლებას, რომ მოგვეძებნა ოქროს შუალედი, ეს არ იქნა გამონახული,- ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

როგორც შოთა ბურჯანაძემ აღნიშნა, ერთ მხარეს დგას ადამიანების სიცოცხლე და მეორე მხარეს 250 ათასი ადამიანის ბედი, ეს არის იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც ემუქრებათ უმუშევრობა.

„ადამიანები რჩებიან ყოველდღიური შემოსავლის გარეშე. მიუხედავად სიმძიმეებისა, ვერ ავირჩევდით რომელიმე მხარეს, სად უნდა დავდგეთ და რა მიმართულებით ვიმუშაოთ. აქ გამოსავალი იყო ოქროს შუალედი, ეს არის ის, რითაც შეგვეძლო, გვემართა კოვიდიც და ამდენი ადამიანიც არ დარჩენილიყო უმუშევარი. ეს უფრო რთული გზაა, რადგან მეტი ადამიანური და სახელმწიფოებრივი რესურსი სჭირდა. აქედან გამომდინარე, მარტივი გადაწყვეტილება მიიღეს ეპიდემილოლოგებმა, რომლებიც დღესდღეობით ვერ მართავენ სიტუაციას. რეალურად, ეპიდემიელოგები არ არიან იმ კომპეტენციაში, რომ ორივე მხარე მართონ, ამიტომ თავის ჩარჩოში უნდა ჩაეტიონ. ისინი გადიან ამ ჩარჩოდან და ისეთ მითითებებს იძლევიან, რომლებიც ქვეყანას უდიდეს პრობლემამდე მიიყვანს“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, რეგულაციები, რომლითაც იმართება სარესტორნო ბიზნესი, უნდა ყოფილიყო უფრო მეტად გაკონტროლებული და სწორედ ეს იქნება ოქროს შუალედი.

„მე ამ რეალობას დავარქვი უღრანი ტყე, სადაც მენტალური პრობლემა გვაქვს. სახელმწიფო არ არის მოქალაქის პარტნიორი, ის არის მისი მფლობელი და მას უკეთებს მიმართულებას, შენ იმოქმედე, გადარჩი და თუ გადარჩები, ხარ მაგარი, თუ ვერ გადარჩები, მოკვდები. ეს არის ის უღრანი ტყე, სადაც ადამიანები მხოლოდ თავისი ბედის ანაბარა, თავისი გადარჩენისთვის იბრძვიან“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.