შინაური ცხოველებისთვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭების მიზნით, სამხრეთ კორეა სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანას გეგმავს
შინაური ცხოველებისთვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭების მიზნით, სამხრეთ კორეა სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანას გეგმავს.
აღნიშნულის შესახებ ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს დირექტორმა, ჩოუნგ ჯაე-მინმა განაცხადა.
სამომავლო ცვლილებას, რომელსაც ჯერ კიდევ სჭირდება ქვეყნის პარლამენტის დამტკიცება, სამხრეთ კორეას იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის მოაქცევს, რომლებიც შინაურ ცხოველებს დაცვის უფლების მქონე ცოცხალ არსებებად აღიარებენ, მათთვის გაზრდილი კეთილდღეობისა და სიცოცხლის პატივისცემის უფლებით.
აღნიშნული შესწორების შეტანის მიზეზი ქვეყანაში შინაური ცხოველების მიმართ ძალადობის შემთხვევების ზრდა გახდა.