შინაგან საქმეთა სამინისტრომ სურამში მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სურამში მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული კ.ტ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, დაბა სურამში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 29 მაისს დაბა სურამში, არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1959 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. კ.ტ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს. შემთხვევის ადგილიდან, ასევე, ამოღებულია გასროლილი ტყვიის მასრაც.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.