ყვარელში, შილდის ტყეში ცეცხლის გაჩენიდან მეხუთე დღეს, ხანძარი ლოკალიზებულია, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები და ეროვნული გვარდიის რეზერვისტები. ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი ამ დრომდე არის ჩართული.
ხანძარი შილდის ტყეში პირველ სექტემბერს, დასახლებული პუნქტიდან 10 კმ-ის დაშორებით გაჩნდა. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს ეკიდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.