შიდა ქართლში, სოფელ კოდისწყაროში მეორადი საავტომობილო ზეთების გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება
შიდა ქართლში, სოფელ კოდისწყაროში მეორადი საავტომობილო ზეთების გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება

შიდა ქართლში, ადმინისტრაციულ საზღვრისპირა სოფელ კოდისწყაროში „საპატრნიორო ფონდის“ პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ მხარდაჭერით ხვალ მეორადი საავტომობილო ზეთების გადამამუშავებელი საწარმო „საქართველოს უნივერსალური ჯგუფი“ გაიხსნება.

საწარმოს მშენებლობა USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ და ,,საპარტნიორო ფონდის““ პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ თანადაფინანსებით 2020 წელს დაიწყო.

„პროექტის განხორციელებით USAID-ის პროექტი „ზრდა საქართველოში“ და „სტარტაპ საქართველო“ ხელს უწყობენ საქართველოში ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებას, მეორადი საავტომობილო ზეთების, მათ შორის ძრავის, ჰიდრავლიკისა და გადაცემათა კოლოფის ზეთების მაღალ ტექნოლოგიური გადამუშავების პროცესს, რომელიც არის სრულიად უსაფრთხო და გარემოს დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში. ეს არის პირველი საწარმო საქართველოში, რომელიც ინოვაციური „მოლეკულური დაშლის“ მეთოდით გადაამუშავებს მეორად ზეთს და აწარმოებს ოთხი ტიპის სხვადასხვა პროდუქტს (დიზელის საწვავი, მაზუთი/ბიტუმი თხევადი ფრაქციით, მაღალ-ოქტანური ბენზინი და მეთანის გაზი). წარმოებისთვის გამოყენებული იქნება ადგილობრივი ნარჩენები და რეალიზაციის ძირითადი ბაზარი საქართველო იქნება. საწარმოში საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება და ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს“ – აცხადებენ „სტარტაპ საქართველოში.

2019-2021 წლებში ,,საპატრნიორო ფონდის“ პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში ხუთი სტარტაპ პროექტი დაფინანსდა. აღნიშნული პროექტების განხორციელებისათვის გაწეულმა ინვესტიციამ 3 000 000 ლარამდე შეადგინა.