შიდა ქართლში სამ პაციენტზე ლუგარის ლაბორატორიიდან უარყოფითი პასუხი მიიღეს
შიდა ქართლიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი სამივე ნიმუში უარყოფითია.
შესაბამისად, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
სინჯები აუღეს სომხეთში დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქის მეუღლესა და მასთან კონტაქტში მყოფ პირს.
ასევე, უარყოფითია ქარელის მუნიციპალიტეტიდან საეჭვო სიმპტომების მქონე პირის ნიმუშიც.