შიდა ქართლიდან ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნილი ყველა ნიმუშის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.
კერძოდ, სპეციალისტებმა შიდა ქართლიდან 33 ნიმუში გამოიკვლიეს. „კოვიდ-19“ არც ერთ პირს არ დაუდასტურდა.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა. შიდა ქართლში ჯამში „კოვიდ 19“-ის 25 შემთხვევაა გამოვლენილი.