შიდა ქართლში გამოკვლეულ 33 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

11:41, 08.09.2020

შიდა ქართლიდან ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნილი ყველა ნიმუშის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.

კერძოდ, სპეციალისტებმა შიდა ქართლიდან 33 ნიმუში გამოიკვლიეს. „კოვიდ-19“ არც ერთ პირს არ დაუდასტურდა.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა. შიდა ქართლში ჯამში „კოვიდ 19“-ის 25 შემთხვევაა გამოვლენილი.

მსგავსი