შიდა ქართლის რეგიონში დღეიდან საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 12 სექცია ამოქმედდება
შიდა ქართლის რეგიონში დღეიდან საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 12 სექცია ამოქმედდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, შიდა ქართლის რეგიონში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 12 სექცია დღეიდან ამოქმედდება.

კერძოდ:

1. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-80 კილომეტრიდან (გორის გადასახვევი, მიმართულება ხაშური) თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 81-ე კილომეტრამდე (ბერბუკის ხიდი, მიმართულება ხაშური) ნებადართული სიჩქარეა 110 კმ/სთ;

2. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 81-ე კილომეტრიდან (ბერბუკის ხიდი, მიმართულება ხაშური) თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 83-ე კილომეტრამდე (ცხინვალის გადასახვევი, მიმართულება ხაშური) ნებადართული სიჩქარეა 110 კმ/სთ;

3. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 83-ე კილომეტრიდან (ცხინვალის გადასახვევი, მიმართულება ხაშური) თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 87-ე კილომეტრამდე (გორის გვირაბი, მიმართულება ხაშური) ნებადართული სიჩქარეა 110 კმ/სთ;

4. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 87-ე კილომეტრიდან (გორის გვირაბი, მიმართულება ხაშური) თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 94-ე კილომეტრამდე (რუისის გადასახვევი, მიმართულება ხაშური) ნებადართული სიჩქარეა 110 კმ/სთ;

5. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 94-ე კილომეტრიდან (რუისის გადასახვევი, მიმართულება ხაშური) თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 102-ე კილომეტრამდე (ქარელის გადასახვევი, მიმართულება ხაშური) ნებადართული სიჩქარეა 110 კმ/სთ;

6. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 102-ე კილომეტრიდან (ქარელის გადასახვევი, მიმართულება ხაშური) თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 112-ე კილომეტრამდე (აგარის გადასახვევი, მიმართულება ხაშური) ნებადართულია სიჩქარე 110 კმ/სთ;

7. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 112-ე კილომეტრიდან (აგარის გადასახვევი, მიმართულება თბილისი) თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 102-ე კილომეტრამდე (ქარელის გადასახვევი, მიმართულება თბილისი) ნებადართული სიჩქარეა 110 კმ/სთ;

8. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 102-ე კილომეტრიდან (ქარელის გადასახვევი, მიმართულება თბილისი) თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 94-ე კილომეტრამდე (რუისის გადასახვევი, მიმართულება თბილისი) ნებადართული სიჩქარეა 110 კმ/სთ;

9. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 94-ე კილომეტრიდან (რუისის გადასახვევი, მიმართულება თბილისი) თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 87-ე კილომეტრამდე (გორის გვირაბი, მიმართულება თბილისი) ნებადართული სიჩქარეა 110 კმ/სთ;

10. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 87-ე კილომეტრიდან (გორის გვირაბი, მიმართულება თბილისი) თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 83-ე კილომეტრამდე (ცხინვალის გადასახვევი, მიმართულება თბილისი) ნებადართული სიჩქარეა 110 კმ/სთ;

11. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 83-ე კილომეტრიდან (ცხინვალის გადასახვევი, მიმართულება თბილისი) თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 81-ე კილომეტრამდე (ბერბუკის ხიდი, მიმართულება თბილისი) ნებადართული სიჩქარეა 110 კმ/სთ;

12. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 81-ე კილომეტრიდან (ბერბუკის ხიდი, მიმართულება თბილისი) თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 81-ე კილომეტრამდე (გორის გადასახვევი, მიმართულება თბილისი) ნებადართული სიჩქარეა 110 კმ/სთ.

შსს-ს ცნობით, საქართველოს მასშტაბით სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით უკვე 861 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება.