თბილისსა და ქვემო ქართლის რეგიონში სიჩქარის კონტროლის ათი სექცია ამოქმედდა

17:47, 30.10.2019

საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თბილისსა და ქვემო ქართლის რეგიონში საავტომობილო სიჩქარის კონტროლის ათი სექცია ამოქმედდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 29 ოქტომბრიდან სიჩქარის კონტროლის სექციები ამოქმედდა შემდეგ ლოკაციებზე:

1. თბილისში, ავჭალისა და ანდრონიკაშვილის ქუჩების კვეთა [ზაჰესის მოედანი], 3+200 კილომეტრიდან – ივ. ჯავახიშვილის ქუჩის კვეთა [გლდანულას გადასახვევი], 8+150 კილომეტრამდე [ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ];

2. თბილისში, ივ. ჯავახიშვილის ქუჩის კვეთა [გლდანულას გადასახვევი] 8+150 კილომეტრიდან – ავჭალისა და ანდრონიკაშვილის ქუჩების კვეთა [ზაჰესის მოედანი], 3+200 კილომეტრამდე [ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ];

3. თბილისში, ივ. ჯავახიშვილის ქუჩის კვეთა [გლდანულას გადასახვევი] 8+150 – გლდანის გადასახვევი, მე-11 კილომეტრამდე [ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ];

4. თბილისში, გლდანის გადასახვევი,მე-11 კილომეტრიდან – ივ. ჯავახიშვილის ქუჩის კვეთა [გლდანულას გადასახვევი], 8+150 კილომეტრამდე [ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ];

5. თბილისში, გლდანის გადასახვევი მე-11 კილომეტრიდან – მარტყოფის გადასახვევი, 27+950 კილომეტრამდე [ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ];

6. მარტყოფის გადასახვევი, 27+950 კილომეტრიდან – თბილისი, გლდანის გადასახვევი, მე-11 კილომეტრამდე [ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ];

7. თბილისი, გლდანის გადასახვევიდან [ხოჭოს ტბის ქუჩა] – მარტყოფის გადასახვევი, 27+950 კილომეტრამდე [ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ];

8. მარტყოფის გადასახვევი, 27+950 კილომეტრიდან – თბილისი, გლდანის გადასახვევამდე [ხოჭოს ტბის ქუჩა],[ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ];

9. მარტყოფის გადასახვევი, 27+950 კილომეტრიდან – ლოჭინის კვანძი, 34+350 კილომეტრამდე [ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ];

10. ლოჭინის კვანძი, 34+350 კილომეტრიდან – მარტყოფის გადასახვევი, 27+950 კილომეტრამდე [ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ].

სიჩქარის კონტროლის სექციური სისტემით, სულ, საქართველოს მასშტაბით, უკვე 794 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება.

მსგავსი