შიდა ქართლის გუბერნატორი - მნიშვნელოვანია, რომ დადგენილი სტანდარტების და რეკომენდაციების დაცვით, მეტი საწარმო იყოს მოქმედი
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში მდებარე თევზის საწარმო „უმალი“ სრული დატვირთვით აგრძელებს მუშაობას. შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა საწარმოო პროცესი ადგილზე დაათვალიერა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დადგენილი სტანდარტების და რეკომენდაციების დაცვით, მეტი საწარმო იყოს მოქმედი.
თევზის საწარმო შიდა ქართლის გარდა, პროდუქციით ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონს ამარაგებს. საწარმოს წარმომადგენლების თქმით, მუშაობა სრული დატვირთვით მიმდინარეობს და ნაწარმის ფასიც არ გაზრდილა. ასევე, მუშაობის პროცესში სრულადაა დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული უსაფრთხოების რეკომენდაციები.
ევროპული სტანდარტების შესაბამისი საწარმო პროექტის „ერთიანი აგროპროექტი“ ფარგლებში დაფინანსდა და მასში ორ მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდა. გადამამუშავებელ საწარმოში 100-მდე პირია დასაქმებული.