შიდა ფრენები უახლოეს პერიოდში აღდგება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საკოორდინაციო საბჭომ, ეს გახლავთ გადაწყვეტილება, რომელიც არის ხელშემწყობი და თანმდევი შიდა ტურიზმის განვითარებისა. უახლოეს პერიოდში აღდგება შიდა ფრენები, რაც საშუალებას მისცემს ჩვენ მოქალქეებს, უფრო მარტივად და უფრო სწრაფად დაათვალიერონ ისეთი ადგილები, რომლებიც უფრო დაშორებულია დედაქალაქიდან, ან მათი საცხოვრებელი ადგილებიდან“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ივლისის განმავლობაში ავიარეისებს „ვიზეარი“ და „მაივეი ეარლაინსი“ შეასრულებენ. შეთანხმდა ავიარეისების განრიგი – ავიარეისები ვარშავადან, ბარსელონადან, რომიდან, პარიზიდან და ათენიდან შესრულდება.