თბილისის „შევარდენი 1906“-მა სეზონის პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა და გაიმარჯვა.
„იუნკრებმა“ მუხიანის საწვრთნელ ბაზაზე „რუსთავის“ წინააღმდეგ ითამაშეს და შოთა ჯიქიას დუბლით მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხეს.
„შევარდენი“ მოედანზე ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გაიყვანა. თბილისურ გუნდს ამიერიდან სერგეი ბულატოვი გაწვრთნის – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
46 წლის რუსი სპეციალისტი სხვადასხვა დროს რუსეთის გუნდებს – „სახალინს“, მოსკოვის „არარატს“, კურსკის „ავანგარდსა“ და „ურალს“ ავარჯიშებდა. თბილისელთა ცნობით, სერგეი ბულატოვი „იუნკერების“ თავკაცის რანგში 2019 წლის ბოლომდე იმუშავებს.