ამერიკულ სოლტ-ლეიკ სიტიში მსოფლიო თასის მერვე ეტაპი დასრულდა.
ბოლო დღეს ორი რბოლა გაიმართა – შერეულ წყვილებში ესტაფეტა 2X6+2X7.5 კმ. საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა მოიგო, მეორე ადგილზე გერმანელი ბიატლონისტები გავიდნენ, ხოლო მესამე კი ნორვეგიის ნაკრები იყო.
შერეული ესტაფეტა (მამაკაცი+ქალი) 2×3+ 3×2.5 კმ-ზე იტალიამ მოიგო, მეორეზე ავსტრიის ეროვნული ნაკრები გავიდა, მესამეზე კი საფრანგეთი.
ამ ორი რბოლით მსოფლიო თასის ჩრდილოეთ ამერიკული ეტაპები დასრულდა.